
რადიო "თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, ევროკავშირი ორი ქართული მედია საშუალების სანქცირების საკითხს განიხილავს.
"ევროკავშირი ორი ქართული მედია საშუალების, ტელეკომპანია „იმედისა“ და POSTV-ის, წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს და ეს განხორციელდება რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირებისთვის განკუთვნილ სპეციალური წესების ფარგლებში,“ - წერს იოზვიაკი X-ზე.
სანქციები ეხება იმ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის ხელისუფლების ისეთ ქმედებებში, რაც საფრთხეს უქმნის ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ძირითად ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. სანქციები უწესდებათ იმ პირებსაც, რომლებიც ჰიბრიდულ საქმიანობას ახორციელებენ მესამე სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ.
0
0