
ქართველი ხალხის გეგმა ძალიან მარტივია, ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, არ ვთანამშრომლობთ რეჟიმთან, მათ შორის ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია საპროტესტო ტალღა და 4 ოქტომბერი, რომელიც ბუნებრივად არის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის საპროტესტო ტალღა, რომელიც არსებობს, აუცილებლად უნდა მივიდეს კულმინაციურ მომენტამდე.
„ივანიშვილის სისტემა იმდენად ძალმომრეობაზეა გადასული, რომ სახელმწიფო განადგურების პირას ჰყავს მიყვანილი. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, გრძელვადიანი ბრძოლის დროც არ გვაქვს, ახლავე უნდა გადავიდეთ მოქმედებებზე და ის საპროტესტო ტალღა, რომელიც ამდენი ხანია, დაიწყო, აუცილებლად უნდა მივიყვანოთ კულმინაციურ მომენტამდე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეჟიმზე, რომელსაც მიტაცებული აქვს ინსტიტუციები, არჩევნებსაც აღარ ატარებს, მათ შორის კონსტიტუციურ პრინციპებსაც არ ცნობს, მშვიდობიანი რევოლუციები არის მსგავსი რეჟიმების გასტუმრების რეცეპტი. ამიტომაც საპროტესტო მოძრაობას ალტერნატივა არ აქვს. თორემ კონსტრუქციულ პოლიტიკურ პირობებში ოპოზიციური პოლიტიკური ძალები არჩევნების გზით აღწევენ თავის მიზანს. როდესაც არჩევნები გაუქმებულია, დარჩენილია ერთადერთი გზა, საპროტესტო მოძრაობა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
0
0
ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა
14/08/2025