09/06/2023
16:02
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მერია შინდისში მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესში კორუფციულ გარიგებაშია.
„ტყუილია, როდესაც ამბობთ, რომ შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავ მოქალაქეს უარი ეთქვა. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ უამრავი განაშენიანების რეგულირების გეგმა(გრგ) შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასობით ჩვენს თანამოქალაქეს აქვს საშუალება, რომ განვითარდეს. უამრავ გრგ-ს ვამტკიცებთ საკრებულოს სხდომაზე და თქვენც მონაწილეობთ ამ პროცესში. არის რა თქმა უნდა ტერიტორიები, რომლებზეც ზონალური შეზღუდვაა და ვფიქრობ, რომ ეს სწორი პოზიციაა. არც ერთი არგუმენტი იმის გარდა, რომ ეს ვანო ჩხარტიშვილის გრგ არის და ამიტომ არ უნდა დამტკიცდეს, არ წარმოგიდგენიათ,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
რევაზ სოხაძე აღნიშნავს, რომ ის პასუხისმგებელია ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც საკრებულო ამტკიცებს.
„მე პასუხისმგებელი ვარ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ვიღებთ. მათ შორის არც იმის მომრიდებია, რომ მცდარ გადაწყვეტილებაზე მეთქვა, რომ მცდარი იყო. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება შინდისთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებაა იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რაც გრგ-ს დავალებაში იქნება მიღებული. საუბარი იმაზე, რომ ეს არის კორუფციული გარიგებაა, მიუღებელი და უსუსურია,“- დასძინა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, ქალაქი ვითარდება, წინ მიდის, მათ შორის იზრდება. მან ოპოზიციის წარმომადგენელი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
0
0