
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს წერილი მისწერა, სადაც სთხოვს, რომ მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეიწყალოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ უკვე დიდი ხანია, კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. ტრამპი ისრაელის პრეზიდენტს არაერთხელ სთხოვდა მისი უახლოესი მოკავშირის შეწყალებას. თავად ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად პატივს ვცემ ისრაელის სასამართლო სისტემასა და მის მოთხოვნებს, ვთვლი, რომ ეს „საქმე“ ბიბის [ნეთანიაჰუს] წინააღმდეგ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩემთან ერთად იბრძოდა, მათ შორის ისრაელის ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგის, ირანის წინააღმდეგ, არის პოლიტიკური, გაუმართლებელი დევნა“, - ციტირებს Reuters-ი ტრამპის წერილის ნაწილს.
ისრაელის პრეზიდენტის ოფისმა წერილის საპასუხოდ განაცხადა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც საპრეზიდენტო შეწყალება სურს, დადგენილი პროცედურების შესაბამისად ოფიციალური თხოვნა უნდა გააგზავნოს.
0
0