
ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ლონდონში ვიზიტის დროს ალიანსის მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების 400%-ით გაზრდის საჭიროების შესახებ განაცხადებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რუტეს დღეს დაგეგმილი აქვს სიტყვით გამოსვლა ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში. ნატო-ს გენერალური მდივნის გამოსვლის ტექსტის თანახმად, იმისთვის, რომ ალიანსმა შეინარჩუნოს საიმედო შეკავება და თავდაცვა, მას სჭირდება საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების 400%-ით გაზრდა.
რუტე აღნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე „ციდან ტერორს“ ნერგავს, შესაბამისად ნატომ ფარი უნდა გააძლიეროს, რომელიც მას ჰაერიდან დაიცავს.
„ჩვენს ჯარებს დამატებით ათასობით შეჯავშნილი მანქანა და ტანკი, მილიონობით საარტილერიო ჭურვი სჭირდება. ჩვენ ასევე გვჭირდება გაორმაგება ისეთი დამხმარე საშუალებების, როგორიცაა ლოჯისტიკა, მომარაგება, ტრანსპორტი და სამედიცინო მხარდაჭერაა“, - აღნიშნულია რუტეს გამოსვლის ტექსტში, რომელსაც ის ღონისძიებაზე წაიკითხავს.
0
0
კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა
09/06/2025