
უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისადმი შესანიშნავ ერთგულებას იჩენს, თუმცა მან კორუფციასთან ბრძოლაში ბოლო დროს არსებული ნეგატიური ტენდენციები უნდა შეცვალოს და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები დააჩქაროს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის ტექსტის პროექტში, რომელიც გამოცემისთვის გახდა ცნობილი.
„მიუხედავად იმ ძალიან რთული გარემოებებისა, რომლებშიც ქვეყანა რუსეთის აგრესიული ომის გამო იმყოფება, უკრაინამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განაგრძო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შესანიშნავი ერთგულების დემონსტრირება“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის მიღებაც დღეს იგეგმება, თუმცა ევროკომისია ასევე ხაზს უსვამს, რომ კიევმა მეტი პროგრესი უნდა მიაღწიოს სასამართლო დამოუკიდებლობის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემის საკითხებში.
„ბოლო დროს არსებული ნეგატიური ტენდენციები, მათ შორის სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ სააგენტოებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდი ზეწოლა, გადამწყვეტად უნდა შეიცვალოს“, - ნათქვამია კომისიაში ტექსტის პროექტში.
დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია ერთგულია იმის, რომ მხარი დაუჭიროს ამ ამბიციურ მიზანს, თუმცა მიიჩნევს, რომ მის მისაღწევად საჭიროა რეფორმების ტემპის დაჩქარება, განსაკუთრებით ფუნდამენტური პრინციპების, კერძოდ, კანონის უზენაესობის კუთხით.
კომისია ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინას რომ დემოკრატიული სტანდარტები უკეთ იყოს დაცული გაფართოების მომავალ რაუნდებში.
„კომისია მიიჩნევს, რომ გაწევრიანების მომავალ ხელშეკრულებებში უნდა იყოს უფრო ძლიერი დაცვის მექანიზმები გაწევრიანების მოლაპარაკებების დროს აღებული ვალდებულებების შესრულებისგან უკან დახევის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ანგარიშის პროექტში.
0
0