
ფინეთი 12 მაისს NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტს. ინფორმაციას Reuters-ი ფინურ გაზეთზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროცესი ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველ რიგში, ფინეთის პრეზიდენტის თანხმობაა აუცილებელი, ხოლო შემდგომ საპარლამენტო ჯგუფების.
6 აპრილს გამართულ NATO-ს მინისტერიალზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავდნენ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.
"არანაირად გამოვრიცხავ [NATO-ში] გაწევრიანებას". – თქვა შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივნისიდან
08/06/2026