
როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პარასკევს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს თეთრ სახლში უმასპინძლებს, შეხვედრა სამშვიდობო ჩარჩო-ხელშეკრულების ხელმოწერით დაგვირგვინდება - ეს ხელშეკრულება აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში არსებული სტრატეგიული სატრანზიტო კორიდორის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ტრამპს თეთრ სახლში მოლაპარაკებებისა და ხელმოწერის ცერემონიისთვის შეუერთდებიან.
ისინი ხელს მოაწერენ ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს „მშვიდობისკენ მიმამავალი კონკრეტული გზის“ მიღწევასა და სატრანზიტო საკითხის გადაჭრას.
ხელშეკრულების შეთანხმებული ნაწილის თანახმად, რომელსაც ლიდერები პარასკევს მოაწერენ ხელს, სომხეთი გეგმავს, შეერთებულ შტატებს მიანიჭოს ექსკლუზიური სპეციალური განვითარების უფლებები სატრანზიტო კორიდორზე, რომელსაც საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის შექმნილი ტრამპის მარშრუტი ეწოდება.
მარშრუტი სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად იფუნქციონირებს, შეერთებული შტატები კი მიწას მართვისთვის კონსორციუმს გადასცემს სუბლიზინგით.
0
0