
სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს, რომელიც ნატოს წესდების მე-5 მუხლის გარანტიების მსგავსია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ჟურნალისტებს სატელეფონო კონფერენციით ესაუბრებოდნენ უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებთან გამართული ორდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, განაცხადეს, რომ ეს გარანტიები სამუდამოდ მაგიდაზე არ იქნება, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის დასრულებას მოითხოვს.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ და რომ ტრამპს სურს რუსეთის დასავლეთისკენ გადაადგილების თავიდან აცილება.
გაურკვეველია, რა მასშტაბის უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებს შეერთებული შტატები უკრაინას.
„ვფიქრობ, გაიგებთ, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად დავუახლოვდით უკრაინელებსა და რუსებს შორის არსებული პრობლემების შემცირებას. ეს ცხადია“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
1
0