
თბილისის მერიის მხარდაჭერით, რესპუბლიკის მოედანზე კლასიკურიავტომობილების შოუ გაიმართა. ავტომოყვარულებს მოედანზე 150 რეტრო მანქანა დახვდათ გამოფენილი.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო. მისი თქმით, ბოლო წლებში, კლასიკური ავტომობილების შესახებ არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომლის ერთ-ერთი ავტორი და აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორი პარლამენტის წევრი, არჩილ თალაკვაძე გახლდათ.
„საქართველოში ძალიან უყვართ ავტომობილები, განსაკუთრებით კი კლასიკურიავტომობილები. დედაქალაქის მერია მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტს. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა ისტორიული ავტომობილების რაოდენობა. დღევანდელი ღონისძიებაც ამაზე მეტყველებს. დღეისთვის, 250 ადამიანი არის გაწევრიანებული აღნიშნულ კლუბში. ჩვენის მხრივ ხელს შევუწყობთ ასეთი პროექტების განხორციელებას, რომ ამ მიმართულებით მეტი ადამიანი იყოს დაინტერესებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ღონისძიებაზე კახა კალაძე შვილთან და ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად იმყოფებოდა.
0
0