09/11/2022
11:27
მსოფლიო
Fox News-ის ინფორმაციით, ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯეი დი ვენსმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი კანდიდატი ტიმ რაიანი დაამარცხა.
ჯეი დი ვენსი რესპუბლიკელ სენატორს რობ პორტმანს ჩაანაცვლებს; მოსალოდნელია, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ სენატში უკვე ადგილები 50-50-ით იქნება დაკავებული. საარჩევნო პროცესის დასაწყისში გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ვენსის რეიტინგი ჩამორჩებოდა რაიანს, რომელიც თავს ზომიერ დემოკრატად წარმოაჩენდა და ხშირად ცდილობდა დისტანცირება მოეხდინა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან და ოჰაიოელებში თავისი დაბალი რეიტინგი დაეფარა.
რაიანი კიდევ უფრო გაემიჯნა ბაიდენს, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე არსებული კრიზისი.
ოქტომბერში გამართულ დებატებზე რაიანმა განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას ზოგიერთ საკითხში, ხოლო ვენსმა დემოკრატები მასობრივი მიგრაციის მიზანმიმართულად დაშვებაში დაადანაშაულა.
0
0