
„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო თანმიმდევრულად იქცეოდა და თავს იკავებდა ევროპის მაგალითს მიჰყოლოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. ეს არაა გამოწვეული რუსეთისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, არამედ - პრაგმატიზმით. საქართველო მუდმივად იმაღლებდა ხმას ომის წინააღმდეგ, ხოლო გასულ კვირას, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, კვლავ დაადასტურა უკრაინისადმი სოლიდარობა“,- ამის შესახებ გავლენიანი ონლაინგამოცემა Responsible Statecraft-ი გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
სტატიის ავტორი იან პრაუდი წერს, რომ ბოლოდროინდელი ქმედებების გამო, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაძბული რჩება და სხვადასხვა ჯფუფების მიერ საქართველოს მთავრობისთვის პრორუსულის წოდებას ინტელექტუალურ ზარმაცობას უწოდებს.
„საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კვლავ მნიშვნელოვნად დაძაბული რჩება მოსკოვის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო, რომელიც მიმართულია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან - კავშირების გაღრმავებისაკენ. ამგვარად, ინტელექტუალური ზარმაცობაა საქართველოს მთავრობას პრორუსული უწოდო მხოლოდ იმიტომ, რომ მას სურს თავიდან აირიდოს რუსეთთან კიდევ ერთ დამანგრეველ ომში ჩათრევა, რაც, სულ მცირე, საქართველოს უკრაინის მსგავსად ეკონომიკურად ჩამოშლილ სახელმწიფოდ აქცევს. თბილისში ჩემს კონტაქტებთან საუბრისას აშკარად ვიგრძენი ადგილობრივი პოლიტიკოსების სენსიტიურობა კრემლის მომხრის იარლიყის მიკერების მიმართ. ვიგრძენი მათი სურვილი, რომ არ თქვან რამე ისეთი, რაც მათზე ამგვარ შთაბეჭდილებას შემიქმნიდა“,- ვკითხულობთ გავლენიანი ონლაინგამოცემა Responsible Statecraft-ის სტატიაში.
0
0