
პიერ ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კანი-სიურ-მერში მოხდა. განგაშის სისტემა 8 სექტემბერს, დილის 05:48 საათზე ამოქმედდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ბრაიან მასონმა დაადასტურა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ უცნობმა პირებმა ნახატები ჩარჩოებიდან ამოჭრეს.
თავდამსხმელებმა შეამჩნიეს, რომ სათვალთვალო კამერების ობიექტივში მოხვდნენ და გაქცევა გადაწყვიტეს, რა დროსაც გზაში ერთ-ერთი მოპარული ნახატი დააგდეს. ხელისუფლებას ჯერ არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი ნამუშევრებია მოპარული. ჯერჯერობით უცნობია, საუბარია თავად რენუარის ტილოებზე თუ სხვა მხატვრების ნამუშევრებზე. ზარალი 9 მილიონ ევროდ ფასდება.
მუზეუმი 1960 წელს იმ ვილაში გაიხსნა, სადაც რენუარმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. კოლექცია სხვა მხატვრების ნამუშევრებსაც მოიცავს, რომელთა შორის არიან არისტიდ მაიოლი, პიერ ბონარი და რაულ დიუფი.
0
0