
ადამიანმა ხატვა ჯერ კიდევ ქვის ხანაში დაიწყო, ნეანდერტალელი იყენებდა ნახშირს და ცარცს. ისტორიკოსები ამბობენ, რომ პირველი ნახატი 44 000 წელს ითვლის.
კაცობრიობამ ნელ-ნელა გაიკვალა გზა საღებავის დამზადებასა და გამოყენებაში. დაახლოებით, 5000 წლის წინ გაჩნდა სინგური - ვერცხლისწყალთა ჯგუფის წითელი საღებავი. ის ხშირად გამოიყენებოდა ასურელების, ჩინელებისა და ეგვიპტელების მიერ.
თუ პირველყოფილი ადამიანი ნადირობის სცენებს აღწერდა, ხელოვნებამ და საღებავის მოპოვებამ ძალიან მრავალფეროვანი ისტორია გაიარა.
ეგვიპტელებმა თავის მხირვ, ლოკოკინებისგან მეწამული საღებავის მოპოვება შეძლეს. თეთრი ფერის მისაღებად უძველესი ცივილიზაციები კირს იყენებდნენ, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო. ასევე, ეგვიპტელები აკლდამებსა და პირამიდებს ულტრამარინით რთავდნენ, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ფერი არ დაკარგა.
ჩინეთმა კი, როგორც ქაღალდის პირველმა მწარმოებელმა, აკვარელი გამოიგონა, რომლის შემადგენლობაშიც საღებავის გარდა, თაფლი, გლიცერინი და შაქარი შედიოდა.
შუა საუკუნეებმა მსოფლიოს გამძლე და საიმედო ზეთის საღებავები აჩუქა.
რენესანსი - ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რომლის დროსაც ფერებს უკვე სიმბოლურ მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ.
ამ პერიოდის მხატვრებმა საღებავების შერევის ტექნიკა შეისწავლეს, რითაც ახალი ტონები მიიღეს, შეძლეს სინათლისა და სიბნელის ეფექტების ტილოზე გადმოტანა. ამ ყველაფერმა მხატვრობაში რეალიზმს დაუდო საფუძველი.
მოდით განვიხილოთ, რა დატვირთვას ატარებდა ფერები და როგორია მათი მნიშვნელობა ტილოებზე.
1. წითელი
წითელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფერია რენესანსში. ის ხშირად ასოცირდება სიყვარულთან, ვნებასთან და ძალაუფლებასთან. მას იყენებდნენ იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის და სხვა მნიშვნელოვანი რელიგიური პერსონაჟების აღსანიშნავად, რათა ხაზი გაესვათ მათი მნიშვნელობისთვის. ამ ეპოქაში ხშირი იყო მოყვითალო-წითელი ფერი, რომელსაც დარიშხანის დამუშავებიდან მიიღებდნენ.
2. შავი
შავ ფერს მრავალი მნიშვნელობა ჰქონდა: სიმდიდრე, ძალაუფლება, იდუმალება, სიკვდილი, ტრაური და სიბნელე. მას ხშირად იყენებდნენ სხვა ფერებისგან კონტრასტის შესაქმნელად, ნამუშევარს დრამატიზმს სძენდნენ.
3. ლურჯი
რენესანსში ლურჯი ფერი სულიერების, ჭეშმარიტების, კეთილშობილებისა და სიწმინდის ფერია. ყველაზე ხშირად მას ღვთისმშობელი მარიამის ტანსაცმლისთვის იყენებდნენ, რადგანაც ეს საღებავი ძალიან ძვირადღირებული იყო.
4. ყვითელი
ყველა მიიჩნევს, რომ ყვითელი, როგორც ოქროს ფერი, სიმდიდრის სიმბოლოა, თუმცა, შესაძლოა ღალატზეც მიუთითებდეს. ჯოტოს ერთ-ერთ ნამუშევარზე იუდა სწორედ ყვითელ სამოსშია გამოსახული.
5. მწვანე
ეს ფერი ბუნების, კეთილდღეობის, ზრდის, აღოძრინების და სიცოცხლის სიმბოლოა. მას ნატურმორტებში იყენებდნენ, თუმცა ხშირად შევხვდებით წმინდანების ტანსაცმელზეც. რელიგიურ კონტექსტში ის იმედის და სიახლის სიმბოლო იყო.
6. თეთრი
თეთრი უამკოებისა და სიწმინდის სიმბოლოა. რენესანსის პერიოდში ღვთისმშობელი მარიამის და ანგელოზების დასახატად გამოიყენებოდა. ზოგჯერ ის სიკვდილს და უკვდავებას განასახიერებდა.
0
0