05/08/2024
16:10
ეკონომიკა
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ივლისის თვეში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მხოლოდ ივლისის თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% -ით მეტია. ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რომელიც 2023 წლის მონაცემებს 48% -ით აჭარბებს.
მგზავრთა მომსახურების ბოლო რეკორდული მაჩვენებელი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 2018 წლის აგვისტოში დაფიქსირდა. თბილისში 461,161 ხოლო ბათუმში 121,295 მგზავრი. 2024 წლის ივლისის მონაცემებმა კი აღნიშნულ რეკორდულ მონაცემებს გადააჭარბა.
2005 წელს, ტავ ჯორჯიას საქართველოში ოპერირების დაწყებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის წლიური მაჩვენებელი 547,150, ხოლო ბათუმის აეროპორტში 2007 წლის (8 თვის მონაცემით) 39,762 მგზავრი იყო.
0
0