
ჟურნალისტი ბრალდებას უარყოფს. ბრალდება ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჟურნალისტს ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გამოსვლისას პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ჟურნალისტმა მოახდინა ისეთი ანდაზის ციტირება, რითაც პრეზიდენტი შეურაცხყო.
„არსებობს ცნობილი ანდაზა, რომლის თანახმადაც, გვირგვინის დადგმის შემდეგ, თავი უფრო ჭკვიანი ხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიმართლე არაა. ხარი სასახლეში შესვლით მეფე ვერ გახდება, მაგრამ სასახლე იქცევა ბეღელად“, - განაცხადა ჟურნალისტმა.
ერდოღანის მთავარმა პრესმდივანმა ფაჰრეთინ ალტუნმა ჟურნალისტის კომენტარს უპასუხისმგებლობა უწოდა.
ტელე1 არხის რედაქტორმა მერდან იანარდაგმა გააკრიტიკა კაბასის დაპატიმრება.
„მისი დაკავება ღამის 2 საათზე ანდაზის გამო მიუღებელია. ეს ჟურნალისტების, მედიის, ასევე, საზოგადოების დაშინების მცდელობაა“, - აღნიშნა ტელე1 არხის რედაქტორმა.
0
0
15 მარტი ქართული არტილერიის დღეა
15/03/2025