
მისი თქმით, ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და თურქეთი, პრეზიდენტ ერდოღანის სახით ამისთვის ძალისხმევას არ იშურებს.
„ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ქვეყნები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას. თურქეთი პრეზიდენტ ერდოღანის სახით, აკეთებს ყველაფერს ამ მიმართულებით,“- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ერდოღანი თავის კოლეგასთან საუბრისას მას შეხვედრის თურქეთში გამართვას შესთავაზებს.
„უნდა გაჩნდეს დაზავების შანსი. უნდა შეიქმნას ჰუმანიტარული დერეფნები. თუ ომი გაგრძელდება, გამანადგურებელ შედეგებს საკუთარ თავზე იგრძნობს, არა მხოლოდ რუსეთი და უკრაინა, არამედ მთელი რეგიონი,“- განაცხადა იბრაგიმ კალინმა.
მისი თქმით, თურქეთი არ აპირებს უარის თქმას არც რუსეთთან და არც უკრაინასთან დიალოგზე.
0
0
„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა
08/05/2025