
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რეფერენდუმის დანიშვნის წესს განმარტავს და წერს:
"რეფერენდუმის დანიშვნის პროცედურები:
1. რეფერენდუმი მოთხოვნის უფლება აქვს 200 000 ამომრჩეველს;
2. ამ მოთხოვნის საფუძველზე რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი ბრძანებულებით;
3. ბრძანებულებას ძალაში შესასვლელად სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა (კონტრასიგნაცია). თუ პრემიერმა უარი განაცხადა რეფერენდუმი არ გაიმართება;
4. რეფერენდუმზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში (მაგრამ მე აქ წარმატების იმედი არ მექნებოდა);
5. თუ პრემიერი დათანხმდა, მერე უკვე მთავრობა იღებს დადგენილებას რეფერენდუმის მოწყობის უზრუნველყოფის შესახებ (ბიუჯეტი და სხვა საორგანიზაციო საკითხები);
6. რეფერენდუმს ატარებს საარჩევნო ადმინისტრაცია (ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები).
ეს პოსტი ეხება რეფერენდუმის პროცედურებს. აქ არ განვიხილავ რამდენად შეიძლება ამ საკითზე რეფერენდუმის გამართვა. როცა მეტი გვეცოდინება პრეზიდენტის იდეაზე, როცა მეტი კონკრეტიკა იქნება, მერე ვიმსჯელოთ." - დაწერა მენაბდემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას რეფერენდუმი შესთავაზა. პრეზიდენტის თქმით, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას - ევროპული მომავალი თუ რუსული მონობა.
0
0