
პირდაპირი ფრენები ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მომავალ კვირას განახლდება - განაცხადა ურალის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ მალცევმა პრესკონფერენციაზე.
„საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღდგება. განახლებული პროგრამის მიხედვით, ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდება. ასევე იქნება პირდაპირი რეისი თბილისის მიმართულებით“, - განაცხადა მალცევმა.
ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტის განრიგის მიხედვით, ფრენებს Red Wings Airlines-ი განახორციელებს. ის ქუთაისის მიმართულებით ფრენას 31 ოქტომბრიდან სამშაბათს და კვირას დაიწყებს, ხოლო თბილისში 2 ნოემბრიდან ხუთშაბათს და კვირას. კოლცოვოდან საქართველოს მიმართულებით ფრენები ამ დროისთვის არ ხორციელდება.
კოლცოვოს პრესსამსახურმა „ინტერფაქსს“ შეახსენა, რომ ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები 2019 წლის ივლისში შეწყდა.
ქართულ მხარეს ეკატერინბურგიდან ფრენების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუკეთებია.
0
0