10/11/2023
13:23
ეკონომიკა
რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც დღეს, მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა, დომოდედოვოს აეროპორტში დაბრუნდა. Red Wings ფრენას Sukhoi Superjet-ით ახორციელებდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაბრუნდა, ხელმისაწვდომია პორტალ Flightradar-ზე.
ტელეგრამის არხი "Own in Batumi", ბორტგამცილებელზე დაყრდნობით იუწყება, რომ თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა იმის გამო, რომ "მოწყობილობა, რომელიც მთებში ფრენას უწყობს ხელს, მწყობრიდან გამოვიდა". ბათუმის აეროპორტის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ რეისი 4 საათით გადაიდო.
შეფერხების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს „ტავ ჯორჯიაც“, რომელიც ბათუმის აეროპორტს მართავს.
როგორც ცნობილია, Red Wings საქართველოს ქალაქებში ფრენების გეოგრაფიას აფართოებს. დეკემბრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტების მიმართულებით ფრენების რაოდენობა კვირაში 23-ს მიაღწევს. ფრენები დაგეგმილია მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარადან, ეკატერინბურგიდან, ჩელიაბინსკიდან და სოჭიდან.
0
0