05/11/2024
13:30
მსოფლიო
რბოლა ჯერ არ დასრულებულა და ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი უახლოესი რბოლა ისტორიაში, სადაც თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ფილადელფიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
კამალ ჰარისმა მოუწოდა ამომრჩევლებს, მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში და თქვა, რომ პენსილვანიამ, შესაძლოა, „გადაწყვიტოს არჩევნების შედეგი“.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა გაიმეორა კამპანიის რამდენიმე დაპირება, როგორებიცაა საცხოვრებელი ხარჯების, ასევე განსახლების, ბავშვთა მოვლის, ხანდაზმულთა სახლებში მოვლის ხარჯების შემცირება და გადასახადების შემცირება დასაქმებულებისა და მცირე ბიზნესისთვის. კამალა ჰარისმა ასევე პირობა დადო, რომ მიიღებს კანონპროექტს რეპროდუქციული თავისუფლებების აღსადგენად.
„ეს კამპანია 107 დღის წინ დავიწყეთ. ეს თავიდანვე არ იყო რაღაცის წინააღმდეგ ბრძოლა, რაღაცისთვის ბრძოლა იყო. ბრძოლა მომავლისთვის თავისუფლებით, შესაძლებლობებით და ღირსებით ყველა ამერიკელისთვის”, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
0
0