04/06/2025
23:59

"რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, იმდენი მოახერხეს, იმდენი გააკეთეს ამ კოლექტიურმა კუბილიუსებმა და რაისებმა, რომ ჩალის ფასი გახადეს ეს რეზოლუციები" - პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა იმ რეზოლუციის შესახებ საუბრობს, რომელიც ევროპარლამენტარებმა დღეს მიიღეს.
როგორც ირაკლი ზარქუა ამბობს, მთელმა მსოფლიომ იცის, თავიანთი რეიტინგებითაც ასე იყო, რომ საქართველო იმსახურებდა, მათ შორის, 2022-23-ში კანდიდატის სტატუსს.
"რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, იმდენი მოახერხეს, იმდენი გააკეთეს ამ კოლექტიურმა კუბილიუსებმა და რაისებმა, რომ ჩალის ფასი გახადეს ეს რეზოლუციების. ამიტომ, ჩვენთვის არაფრისმთქმელია. უფრო მეტსაც გეტყვით, ამით ჩვენ ვხვდებით, რომ ახალი დაფინანსება მიიღო ლობისტურმა ორგანიზაციამ და აფინანსებენ. რა სააკაშვილის გათავისუფლება, ტირანი იყო, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი. ანუ, აცდენილი რომ არის რეალობა და ქართველი ხალხის დაკვეთა, ამასაც ვერ იაზრებენ. თან ახლა შანტაჟი დაიწყეს. ამათი ნება რომ იყოს, დღესვე გაგვიუქმებდნენ კანდიდატის სტატუსს და ყველანაირ თემას ევროკავშირთან.
ამათ, 2022-დან, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე, როცა ელჩი გვაშანტაჟებდა, იქიდან მოყოლებული გვაშანტაჟებენ. ხან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმებით, ხან უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, კანდიდატის სტატუსის გაუქმებით. მთელმა მსოფლიომ იცის, თავიანთი რეიტინგებითაც ასე იყო, რომ საქართველო იმსახურებდა, მათ შორის, 2022-23-ში კანდიდატის სტატუსს. ერთი წლის დაგვიანებით მოგვცეს. არადა, მათ მიერვე დაწერილ რეიტინგებში უკრაინასაც და მოლდოვასაც ვუსწრებდით.
კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენ ვთქვით უარი შანტაჟზე, როგორც კი ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებზე საუბარს და გახსნის ამ მოლაპარაკებებს, ჩვენ იმავე დღეს თანახმა ვართ. ასე, რომ მათ შეაჩერეს", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
0
0