
ბიძინა ივანიშვილის პასუხი თავის დროზე მიღებული აქვს წინა ელჩსაც და მგონი, ზუსტად ეს არის დასტური იმ თანმიმდევრულობისა, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს და რომელიც ზოგადად ხელისუფლებას თუ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საინტერესოა, საელჩოში როგორ წარმოუდგენიათ შეხვედრის შეთავაზება იმ პირობებში, როცა აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ უსამართლოდ დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
„ეს ნიშნავს შეხვედრას შანტაჟის ქვეშ, როდესაც ნებისმიერმა გარედან დამკვირვებელმა შეიძლება, იფიქროს, რომ სწორედ ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა. როდესაც ხაზგასმით მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილთან უნდოდა ელჩს შეხვედრა და არა მის უშუალო საკონტაქტო პირებთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან თუ პრემიერ-მინისტრთან. ამიტომ, ამ მხრივაც გასაკვირია იმ მოცემულობით, რომ ეს სანქციები თავის დროზე დაწესებულია ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, რომლის წინააღმდეგაც დღეს მიმდინარეობს კონგრესში გამოძიება და პრეზიდენტი ტრამპიც ამის ერთ-ერთი თანაინიციატორია, თუ რამდენად მენტალურად იაზრებდა პრეზიდენტი ბაიდენი იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებდა. ამ სლოგანის ქვეშ მიდის გამოძიება ვინ მართავდა მის საწერ კალამს მისი ხელმოწერის დროს, ვინაიდან კონგრესს აქვს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მენტალური მდგომარეობა, მას არ აძლევდა საშუალებას, სრულად გაეაზრებინა მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ, რაც უფრო მალე მოხდება ამ გაუაზრებელი, სხვისი ხელით მართული კალმით ხელმოწერილი სანქციების მოხსნა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მით უფრო მალე შეძლებს საზოგადოება დარწმუნებას, რომ „დიფ სთეითი“ აშშ-ში სუსტდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0