
“გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ სამედიცინო აფთიაქები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, საველე ჰოსპიტლები - იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“? - რა თქმა უნდა", - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიარაღების გარდა კიდევ რას ითხოვდა უკრაინა და რა პასუხი მიიღო.
ანდრეი კასიანოვის თქმით, გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი, რომ საქართველომ უკრაინას ისეთი პრაქტიკული საგნები გადასცეს, რომლებიც ჰუმანიტარული მხარდაჭერის კატეგორიაში შედის.
„მე მეკითხებოდნენ ქართველი კორესპონდენტები: ბატონო ანდრეი, იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“?“, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მიზნით რომ გამოიყენებოდეს ჩვენი დაჭრილების გადასარჩენად, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
0
0