რატომ ზიხარ ჩეჩნეთში? მოდი ჩვენთან უკრაინაში და აჩვენეთ ერთგულება პუტინის მიმართ არა ინსტაგრამზე, არამედ ბრძოლის ველზე - გერაშჩენკო კადიროვს საჯაროდ მიმართავს
A-
+A
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ საჯაროდ მიმართა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს რამზან კადიროვს.
„საჯაროდ მივმართავ რამზან კადიროვს. რატომ ზიხარ ჩეჩნეთში? მოდი ჩვენთან უკრაინაში. უხელმძღვანელე თავდასხმას - კიევზე, ხარკოვზე ან მარიუპოლზე და აჩვენეთ თქვენი ოსტატობა და ერთგულება პუტინის მიმართ არა ინსტაგრამზე, არამედ ბრძოლის ველზე“, - წერს გერაშჩენკო ტელეგრამის თავის არხზე.
მან, ასევე დაამატა, რომ ყველა ადამიანი მოკვდავია. მხოლოდ ახლა უკრაინელი სამხედროები იღუპებიან როგორც გმირები.
„ყველა ადამიანი მოკვდავია. რუსები, ბურიატები, ჩეჩნები და უკრაინელები. მაგრამ უკრაინელები იღუპებიან გმირული სიკვდილით, იცავენ თავიანთ სახლს, თავიანთ მიწას!. ჩვენი ტყვიები, გრადები, არტილერია, ავტომატები, ანადგურებენ მათ ისევე, როგორც ყველა სხვა დამპყრობელს“, - დასძინა გერაშჩენკომ.
0
0
774
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
11 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
09/09/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%