საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ გამარჯვება “სკეპტიკოსების გამოღების გამო უხარია”:
“ყველა თავისას რომ ეძებს ამ წარმატებაში.
მე სკეპტიკოსებისთვის გამოღება მიხარია.
თამთა მიქელაძეს უხარია რომ ფეხბურთელების მასკულინობა ტრანსფორმირდა და საფეხბურთო არისტოკრატია (?!) დაემხო”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, საბერძნეთი 4:2 დაამარცხა. შედეგად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.
0
0
პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
10/11/2025