12/04/2024
09:02
პოლიტიკა
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი კვლავ პოლიტიკური განხილვის მთავარ თემად რჩება. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ინიციატივა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მისი მთავარი მიზანი გამჭვირვალობაა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის, ირაკლი ზარქუასთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს უცხოეთიდან შემოსული თანხები დაფარული თუ ის კარგ მიზანს ემსახურება.
"ეს ინიციატივა არავის წინააღმდეგ არ არის. უბრალოდ [საჭიროა] დეკლარირება ვინ გაფინანსებს და გააგრძელე, ვინ გეტყვის რამეს, პირიქით, მადლობას გეტყვით, თუ კარგ საქმეს ხმარდება.
თუ მათ ქვეყანაში, ეროვნულ დონეზე და ევროკავშირის დონეზეც იღებენ ამ კანონს საქართველოს რატომ არ აქვს უფლება, რომ მიიღოს და ღია და გამჭვირვალე იყოს. რატომ უნდა იყოს დაფარული ფინანსები თუ კარგ საქმეს ხმარდება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
0
0
მასწავლებელ ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ
05/05/2024