10/08/2023
12:41
მსოფლიო
რატომ შევხვდებით მე და ერდოღანი? სასმელების დასალევად? ჩვენი მიზანია თურქეთის გაყვანა სირიის ტერიტორიიდან, ხოლო ერდოღანის მიზანია სირიაში თურქეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა, „სქაი ნიუს არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სირიის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტის პირობებით ვერ შედგება.
ბაშარ ასადმა აშშ-სთან მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკელებთან საუბარი შედეგებს ვერ გამოიღებს.
„დიალოგი ამერიკელებთან წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და არც ერთი წამით არ გვქონია იმედი, რომ ამერიკელები შეიცვლებოდნენ. ამერიკელები ითხოვენ და იღებენ, მაგრამ არაფერს იძლევიან“, – თქვა სირიის პრეზიდენტმა.
ბაშარ ასადმა ასევე ისაუბრა სირიაში ისრაელის ავიაიერიშებზე და აღნიშნა, რომ ისრაელის თავდასხმები სირიაში ხორციელდება ირანული ფაქტორის საფუძველზე, მაგრამ ისინი ფაქტობრივად სირიის არმიას ესხმიან თავს.
0
0