
მკვლელობა ლილოს დასახლებაში - ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 35 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი სახლის აივნიდან გამვლელ მეზობელს ესროლა. 1947 წელს დაბადებული მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივებმა მკვლელობის მოტივზე არაფერი იციან.
დაკავებული 35 წლის მამაკაცის დედა ამბობს, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დანაშაულის მოტივიც ეს არის. ბრალდებულის მშობელი გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0