21/07/2024
20:32
მსოფლიო
კომპანია Adidas-მა ბოდიში მოიხადა ამერიკელი მოდელის, ბელა ჰადიდის ჩართვისთვის იმ ფეხსაცმლის (SL72) სარეკლამო კამპანიაში ჩართვისთვის, რომელიც პირველად 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე გამოუშვეს.
1972 წლის ოლიმპიური თამაშების დროს 8 პალესტინელმა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება შავ სექტემბერთან იყვნენ დაკავშირებული, მიუნხენში ისრაელელი ოლიმპიური ათლეტები მძევლად აიყვანეს და სანაცვლოდ ისრაელისა და გერმანიის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. გერმანიის პოლიციასა და ტერორისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ტერორისტებმა 11 ისრაელელი ათლეტი და ერთი გერმანელი პოლიციელი მოკლეს.
მას შემდეგ, რაც Adidas-მა SL72 ფეხსაცმლის სურათები გამოაქვეყნა, რომელშიც პროდუქტს რეკლამას ბელა ჰადიდი უკეთებს, ისრაელის სახელმწიფომ კომპანიის გადაწყვეტილება X-ზე გააკრიტიკა:
"გამოიცანით ვინ არის მათი [Adidas-ის] კამპანიის სახე? ბელა ჰადიდი, მოდელი, რომელსაც ანტისემიტიზმის გავრცელებისა და ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდებების ისტორია აქვს". - წერია X-ზე ისრაელის ოფიციალური ანგარიშის განცხადებაში.
ბელა ჰადიდის მამა პალესტინელია, ხოლო თავად მოდელი ჰამას-ისრაელის ომის დროს ღიად უჭერს მხარს ჰამასის მხარეს.
მოგვიანებით, 19 ივლისს, Adidas-მა სარეკლამო კამპანია შეწყვიტა და NBC News-თან კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დარჩენილ სარეკლამო კამპანიასაც გადახედავდნენ.
"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ტრაგიკულ ისტორიულ მოვლენებთან ხაზები გაავლეს - თუმცა, ეს ყოველივე სრულად განუზრახველია - და ბოდიშს ვიხდით გამოწვეული ნებისმიერი მიყენებული ტკივილისა და გაბრაზებისთვის". - წერია Adidas-ის განცხადებაში.
0
0