29/03/2023
15:37
პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"საინტერესო განცხადება გააკეთა ლევან ბეჟაშვილმა ტვ პირველის ეთერში:" ნიკა გილაური ნაც მოძრაობის სიიდან პრემიერად უნდა დასახელებულიყო განიხილებოდა 2020 წელს, მაგრამ შემდეგ მიშა სააკაშვილი დასახელდა და ეს საკითხი მოიხსნაო " ,ჟურნალისტის კითხვას ხომ არ განაწყენდა ნიკა გილაურიო, ბეჟაშვილმა პასუხი ასე გასცა " რატომ, პირიქით შეიძლება ჩვენ ვიყოთ ნაწყენები, პრემიერი, რომ იყავი და ბოლო წლებია ოპოზიციურ პარტიაში ერთხელ რომ არ გამოჩნდები".....
არადა, რამდენიმე წუთის წინ გილაურმა განაცხადა "10 წელია პოლიტიკაში არ ჩავრეულვარ, არანაირად, არ გამიკეთებია რაიმე კომენტარიო" , არადა ფაქტია,თურმე პრემიერად სახელდებოდა 2020 წელს.
რატომ იცრუა გილაურმა?!
P.S
დიახ, ასეა და არასოდეს თუ არ ვიცი არ გამომაქვს ეთერში.
ოლიგარქიის ახალი სქემა გამოვიტანე , მოვიტანე საზოგადოებამდე რომ ისევ სულელებად არ დავრჩეთ ახალი ფეიკ პარტიით "აღტაცებულნი" და ყველას , ამ კორუფციისგან ჩამპალ ქვეყანაში არ მოგვიწიოს ცხოვრება ან "მარწყვის საკრეფად" წასვლა.
და მაინც, რატომ იცრუა გილაურმა, 10 წელია პოლიტიკაში არ ვერევიო და აგერ პრემიერად სახელდებოდა 2020-ში?!"ფიცი მწამს ბოლო მაკვივრებს"" - წერს ჩარკვიანი.
0
0