
ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Aerosmith-მა, 74 წლის ვოკალისტ სტივენ ტაილერის ხმის იოგების დაზიანების გამო, ექვსი გამოსამშვიდობებელი ტურნე გადადო, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით უნდა ჩატარებულიყო.
ჯგუფმა ტურნე „Peace Out“ რამდენიმე კონცერტით სექტემბრის დასაწყისში დაიწყო და 12 სექტემბერს ტორონტოში ასევე კონცერტის ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა აღნიშნული მიზეზის გამო, ის 2024 წლის თებერვლამდე გადაიდო.
განახლებული გრაფიკის მიხედვით, შემდეგი კონცერტი ტამპაში, ფლორიდის შტატში, მომავალ თვეში გაიმართება.
„გული მწყდება, რომ ექიმმა მკაცრად მირჩია, არ ვიმღერო მომდევნო 30 დღის განმავლობაში. [ელმონტში, ნიუ-იორკში] "Saturday's show“-ს დროს ხმის იოგები დამიზიანდა, რამაც სისხლდენა გამოიწვია. რამდენიმე კონცერტი უნდა გადავდოთ, რათა შემდეგ ისე შევასრულოთ, როგორსაც მსმენელები იმსახურებთ“, - წერს წამყვანი ვოკალისტი სტივენ ტაილერი.
გრემის მფლობელი ბოსტონური ჯგუფის ტურნე 26 იანვარს მონრეალში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჯგუფი კონცერტებს მომდევნო თვეში გააგრძელებს და 29 თებერვალს, კლივლენდში (ოჰაიოს შტატში) დაგეგმილი შოუთი დაასრულებს.
კონცერტები ასევე ჩაიშალა დეტროიტში, ჩიკაგოში, ვაშინგტონსა და ჩრდილოეთ კაროლინაში.
0
0