“გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ისევ პოლიტიკური ბრალდებების მთავარი თემაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტებისთვის მიცემული ვადა ისევ ძალაშია, თუმცა ჯერ არც ერთ მათგანს არ დაუსახელებია კანონიდან ერთი პუნქტი მაინც, რომელიც რუსულია და ქართულში მეორდება.
ოპოზიციის ნაწილი კანონის შინაარსობრივ განხილვაში შესვლას არ აპირებს, ნაწილი კი ისევ აცხადებს, რომ კანონი რუსულია.
“ქართული ოცნების” განმარტებით, მათი ოპონენტების პროტესტი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი რაღაცას მალავენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ხალხის მოტყუებას აგრძელებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ გამჭვირვალობის ეშინიათ, რადგან მილიონობით ლარი ირიცხება უკონტროლოდ.
"რატომ გეშინიათ სიმართლის? თუ მართლები არიან რატომ ეშინიათ გამჭვირვალობის? რატომ ეშინიათ თუ ის მილიონები ირიცხება აქ კარგი საქმისთვის, რომელიც მართლა კეთდება. მაგრამ პროცენტულად ეს ერთი ხელით არის კანფეტის მოწოდება და მეორე ხელით ძირის გამოთხრა, თან ისე რომ ქართულ საზოგადოებას ამის შესახებ არც უთხრან,"- აცხადებს მაჭარაშვილი.
0
0