24/05/2023
15:02
მსოფლიო
მოსკოვის მიერ უკრაინაში ომის დაწყება საერთაშორისო საზოგადოებამ ფართოდ დაგმო, თუმცა რამდენიმე ქვეყანას რუსეთის დამარცხების ეშინია.
Atlantic Council-ის ანალიტიკური ცენტრის განცხადებით, კერძოდ, მოსკოვის დასაცავად მზად არის ოთხი მთავარი მოკავშირე - ჩინეთი, ირანი, ბელარუსი და სომხეთი.
„მიუხედავად თავიანთი პოზიციისა, ამ ქვეყნებს საერთო შიში აერთიანებთ იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მათთვის რუსეთის დამარცხება. ჩინეთი აღარ აფიქსირებს უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის პირდაპირ მხარდაჭერას, თუმცა მან დაიკავა პოზიცია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „კრემლისადმი მეგობრული ნეიტრალიტეტი“. რუსეთის დამარცხება საკმაოდ გაართულებს ჩინეთის მომავალ მცდელობებს ტაივანში შეჭრასთან დაკავშირებით. თუ დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება, ამან შეიძლება გაზარდოს ტაივანისთვის მსგავსი მხარდაჭერის შანსები ჩინეთის შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ.
თუ რუსეთი დამარცხდება, ბელარუსში სავარაუდოდ, გაიღვიძებს შიდა არეულობა და ეს გავლენას მოახდენს ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმზე. მაგრამ, სომხეთი რუსეთს კვლავ თავის მფარველად ხედავს იმ საფრთხეების თავიდან აცილების საკითხში, რომლებიც შესაძლოა მას აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან დაემუქროს. ირანი იზიარებს ჩინეთის გეოპოლიტიკურ მოტივებს რუსეთის ომის მხარდასაჭერად, თუმცა ქვეყნის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ რუსეთის დამარცხების შემდეგ ირანის შიგნით შეიძლება დემოკრატიული ცვლილებების შესახებ მოთხოვნები გაიზარდოს,“ - აღნიშნა კიევის ეროვნული უნივერსიტეტის მოჰილას აკადემიის პროფესორმა ტარას კუზიომ.
0
0