
სააკაშვილი, 5-დღიან ომში, ორი დღის დაგვიანებით, 9 აგვისტოს აცხადებს საომარ მდგომარეობას. მანამდე პარლამენტის ნებართვის გარეშე იყენებს შეიარაღებულ ძალებს. - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს
მისი თქმით, ახლა(ნაციონალური მოძრაობა) სხვისკენ იშვერეს თითს და გაიძახიან ომი 7-ში დაიწყოო. რამდენიმე წელი მემორიალზე 8 აგვისტოს დადიოდნენ, ხოლ 2013 წლიდან მიდგომა შეცვალეს და 7 აგვისტო არჩიეს.
,,სააკაშვილი, 5-დღიან ომში, ორი დღის დაგვიანებით, 9 აგვისტოს აცხადებს საომარ მდგომარეობას. მანამდე პარლამენტის ნებართვის გარეშე იყენებს შეიარაღებულ ძალებს.
7-8 აგვისტომდე ამბობენ, რუსეთი არაფერ შუაშია, სეპარატისტების თვითშემოქმედებააო.
7 აგვისტოს საღამოს საკუთარ ტელევიზიას აჩვენებინეს არტილერიის, "გრადების" მუშაობა, რაც ასევე წარმოუდგენელი სიბეცე იყო, რბილად რომ ვთქვათ.
შემდეგ 9 აგვისტოს გამოსცემენ ბრძანებულებას, სადაც სააკაშვილი გვეუბნება, რომ 8 აგვისტომდე სეპარატისტები მოქმედებდნენ. რუსეთი კი აგრესიას, როკის გვირაბის გადმოკვეთას და საჰაერო სივრცის დარღვევას იწყებს 8 აგვისტოს. რატომ დაწერა სააკაშვილმა რუსეთის შემოსვლა 8 აგვისტოს და არა უფრო ადრე?
2008 წლის შემოდგომით ხმა მისცეს ქვეყნისთვის საზიანო #1633 რეზოლუციას, რომელშიც ჩვენ გვბრალდება კონფლიქტის ესკალაცია და მისი ფართომასშტაბიან ომში გადაზრდა.
ახლა სხვისკენ იშვერენ თითს და გაიძახიან ომი 7-ში დაიწყოო. რამდენიმე წელი მემორიალზე 8 აგვისტოს დადიოდნენ, ხოლ 2013 წლიდან მიდგომა შეცვალეს და 7 აგვისტო არჩიეს.
ოპომედია დარბის და ოცნებას უსვამს კითხვებს, იმის ნაცვლად, რომ ეს კითხვები დაუსვან წინა ხელისუფლებას.
კოლექტიური ნაცმოძრაობა კრძალავს ამთემაზე საუბარს და კრემლის ნარატივს უწოდებენ იმას, რაც თავად გააფორმეს პრეზიდენტის ბრძანებულებით, შემდეგ გაუფრომა პარლამენტმა, ასევე 9 აგვისტოს და ორ თვეში თავადვე მისცეს ხმა ევროსაბჭოში.
* * *
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 ქგვოწტოს #402 ბრძანებულების ამონარიდი"
"მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა – ცალმხრივად შეეწყვიტა ცეცხლი და შეთავაზებული წინადადებისა – გამართულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, სეპარატისტების მიერ 7–8 აგვისტოს განხორციელდა მასირებული შეტევა მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებულ იქნა აუცილებელი და ადეკვატური ზომები შეიარაღებული თავდასხმის აღსაკვეთად.
სეპარატისტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებები აქტიურად იქნა მხარდაჭერილი რუსეთის ფედერაციის მიერ. კერძოდ, 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოვიდა ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა.
8 აგვისტოს, დღის განმავლობაში, რუსეთის ფედრაციის სამხედრო საფრენმა აპარატებმა არაერთგზის დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე და განახორციელეს ქარელის, გორის და მათი მიმდებარე სოფლების, ასევე ცხინვალის რეგიონის სოფლების, ვაზიანის სამხედრო ბაზისა და მარნეულის სამხედრო აეროდრომის დაბომბვა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და დაზიანდა შენობა–ნაგებობები. მოგვიანებით ასევე დაიბომბა სენაკის აეროპორტი, სამხედრო ბაზა და რკინიგზის სადგური, ასევე ფოთის პორტი, გემსაშენი ქარხანა და სარკინიგზო კვანძი. 9 აგვისტოს დაიბომბა კოპიტნარის აეროპორტი, ქ. გორის რკინიგზის სადგური და საცხოვრებელი სახლები, რასაც მოყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში." - წერს სალუქვაძე
0
0