23/12/2022
17:24
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით “ნამდვილად მოხდა რუსებისა და ბელორუსების ანგარიშების მასიური დახურვა”.
როგორც ბანკში განმარტავენ, ეს უკავშირდება რუსებისა და ბელორუსების მხრიდან კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით განხორციელებულ ოპერაციებს.
“ანგარიშების დახურვა ეხება ბანკის ყველა მომხმარებელს, თუმცა, რუსებმა და ბელორუსებმა განახორციელეს ამ ტიპის ყველაზე მეტი ოპერაცია”, აცხადებენ საქართველოს ბანკში.
როგორც ცნობილია, საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის რამდენიმე მოქალაქემ განაცხადა, რომ მათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი, "საქართველოს ბანკი" ანგარიშებს უუქმებთ.
ინფორმაცია თავდაპირველად ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეტყობინება მინიმუმ 36-მა ადამიანმა მიიღო.
მიღებულ შეტყობინებაში ეწერა: "გაცნობებთ, რომ ბანკის გადაწყვეტილების და შიდა პოლიტიკის საფუძველზე, თქვენი ანგარიში დაიხურება ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. გთხოვთ, გააუქმოთ ანგარიშები ვადამდე".
როგორც Paper Kartuli ტელეგრამის არხზე წერს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლებელია დაიხუროს ის ანგარიშები, რომლებზეც მათ შემოსავლის წყარო ვერ დაადგინეს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024