ლევან ხაბეიშვილი ამერიკაშია, პოლიტიკოსმა ფოტოები შტატებიდან ინსტაგრამის საკუთარ პროფილზე გამოაქვეყნა.
ენმ-ს ყოფილი თავჯდომარის შტატებში გამგზავრების შემდეგ, გაჩნდა კითხვა, რატომ დატოვა პოლიტიკოსმა საქართველო?.
გავრცელებული ინფორმაციით, ის შესაძლოა საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდეს.
როგორც ცნობილია, აშშ-ში პოლიტიკოსის ძმა ცხოვრობს, რომელიც ათი წლის შემდეგ, ხაბეიშვილმა, რამდენიმე თვის წინ, ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ნახა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ერთ-ერთ მედიასთან საუბარში, გავრცელებულ ჭორებთან დაკაშირებით განაცხადა, რომ უხერხულია საუბარია, თითქოს, ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად
,,ივნისში ვთქვი, რომ ჯანმრთელობის გამო მჭირდებოდა, მინიმუმ, ორი თვე რისკების დასაზღვევად.
აგვისტოს ბოლოდან აქტიურად ჩავერთვები პოლიტიკურ პროცესებში ( როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე) და სწორედ ამიტომ მჭირდებოდა ეს 2-3 თვე, რათა აქტიურ საარჩევნო პერიოდში არცერთი წამი არ დავკარგო.
რა უხერხულია, ამის შემდეგ, რომ იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო." - თქვა ხაბეიშვილმა
შეგახსენებთ, რომ 1 მაისს, აქციაზე პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილი სასტიკად სცემეს. მაშინ ის, ჯერ კიდევ, ენმ-ს თავჯდომარის პოსტს იკავებდა.
8 ივნისს ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ის ამ პოზიციაზე თინა ბოკუჩავამ შეცვალა.
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ 2023 წლის 30 იანვარს აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ნიკა მელია შეცვალა.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ ლევან ხაბეიშვილი ენმ-მ პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩია.
0
0