10/06/2023
20:57
მსოფლიო
უკრაინამ, რუსეთის მიერ ომის ტყვეების უნგრეთისთვის გადაცემის გამო, უნგრელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარა.
უკრაინელი ომის ტყვეები რუსეთის ეკლესიის შუამავლობით გადაიყვანეს უნგრეთში.
მათი მტკიცებით, ტყვეების გადაცემა უნგრეთმა მოითხოვა, რადგან ისინი იმიერკარპატების, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ოლქიდან არიან, სადაც ეთნიკური უნგრელები ცხოვრობენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლებას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მხოლოდ მედიით, უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებიდან შეიტყვეს.
უკრაინულმა მხარემ უკრაინელების შესახებ და დეტალური ინფორმაციის მიწოდება და წვდომა მოითხოვა, რათა უკრაინის კონსულმა შეამოწმოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და აღმოუჩინოს საკონსულო დახმარება.
ნიკოლენკოს თქმით, მომხდართან დაკავშირებით, უნგრეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში „არსებითი საუბრისთვისაა“ დაბარებული.
ცნობისთვის, ტყვეების გათავისუფლების საკითხზე უნგრეთის პირველმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შუამავლობით ტყვეების გათავისუფლებას, უნგრეთს უნდა უმადლოდეს.
0
0