20/11/2022
23:57
სპორტი
20 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე უცნაური პირველი მატჩი გაიმართა და ევროპულ მედიაში კიდევ ერთხელ დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ფიფა მასპინძელის არჩევაში შეცდა.
მაგალითად ეკვადორთან ყატარის პირველ მატჩში მომხდარი ფაქტი სახელდება. სტადიონზე გადაღებულია სურათები, რომელიც ასეთი მატჩისთვის უჩვეულო ამბავია – ტრიბუნაზე ცარიელი ადგილები დაფიქსირდა.
საუბარია ყველაზე დიდ საფეხბურთო მოვლენაზე პლანეტაზე – მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე, სადაც ტრიბუნები ყოველთვის გადაჭედილია, ყატარში კი სამწუხაროდ, პირველი ტაიმის შემდეგ სხვა სურათი გამოჩნდა.
ეკვადორი უკვე 31-ე წუთზე 2:0 დაწინაურდა – სტადიონზე ბევრი ცარიელი ადგილი გამოჩნდა – ყატარელები მატჩის შედეგით უკმაყოფილების გამო სტადიონიდან წავიდნენ, არა მასობრივად, მაგრამ ცარიელი ადგილები მაინც თვალსაჩინო გახდა.
წყარო. საქართველოს პირველი არხი
0
0