24/08/2023
10:54
მსოფლიო
გავრცელებული ინფორმაციით, „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი გარდაიცვალა, მგზავრთა სიაში თავად პრიგოჟინიც იყო.
თუმცა რუსეთის ხელისუფლებას პრიგოჟინის სიკვდილი ცალსახად არ დაუდასტურებია.
ანალიტიკური ცენტრის Chatham House-ის მკვლევარი კეირ ჯაილსი [რუსეთის შესახებ წიგნის „მოსკოვის წესები“-ს ავტორი] საზოგადოებას პრიგოჟინის გარდაცვალების შესახებ ცნობების გავრცელებასთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„ბევრმა ადამიანმა შეიცვალა სახელი და ევგენი პრიგოჟინი დაირქვა - ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ გაურკვეველი და ბუნდოვანი დარჩეს, თუ სად და როგორ გადაადგილდება პრიგოჟინი.
არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ის მალე აფრიკაში გადაღებულ ახალ ვიდეოში გამოჩნდება“, - თქვა ჯაილსმა.
23 აგვისტოს, საღამოს, რუსეთის ტვერის ოლქში თვითმფრინავი Embraer Legacy ჩამოვარდა, რომელშიც, ოფიციალური სიის მიხედვით, 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის „ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი. 24 აგვისტოს კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტო „ინტერფაქსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატასტროფის რაიონში ნაპოვნია ათივე ადამიანის ცხედარი.
0
0