25/11/2021
15:41
პოლიტიკა
„მიხეილ სააკაშვილს ვეთანხმები იმაში, რომ როდესაც შენ ხარ ომში, იმის კომფორტი, რომ წამოგორდე და დაისვენო, არ გაქვს. თქვენ გინახავთ რომ გაქანებულ ბრძოლაში გენერალი ან გენერლები წამოწვნენ და თქვან, რომ დავიღალეთ მოდი ჩვენ ამოვისუნთქავთ და გავაგრძელებთ ომს, ეს ომი წაგებულია,“ – აღნიშნა „პალიტრანიუსთან“ საუბრისას მამულაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, რამდენიმე დღე აუცილებელია, რომ ოპოზიცია გეგმაზე შეჯერდეს.
როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის სხვა წევრებთან მიმდინარეობს საუბარი და პარტიის თავმჯდომარე, ამ გეგმას საზოგადოებას რამდენიმე დღეში გააცნობს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქმეების სამართლებრივ ნაწილს, როგორც ნონა მამულაშვილი ამბობს, არსებობს უამრავი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს.
„ამის იურიდიული მექანიზმები არსებობს. ამაზე მუშაობენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და საერთაშორისო ადვოკატები. არსებობს უამრავი მექანიზმი და მაგალითები როგორ მოხდა ადამიანის უპირობა გათავისუფლება ან საერთაშორისო ფორმატში მისი წარდგენა.
შევთანხმდეთ, საქართველოში სასამართლო არის მართული, მგონი ამაზე კითხვა არავის არ აქვს. სასამართლო, რომელიც არის მართული და რომელიც ასრულებს ერთი ადამიანი დავალებას, რომელიც პირადად ემტერება მიხეილ სააკაშვილს, მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც დაავალებენ.
უამრავი კითხვა არსებობს ხომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. კი ბატონო, ეს ადამიანი ამბობს, რომ მე გავცემ პასუხს ამ კითხვებს, მაგრამ მომეცით საშუალება წარვდგე დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე და არა ოლიგარქის სასამართლოსთან,“ – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.
0
0