რატომ არ მოხდა ცხინვალის მოსახლეობის გაფრთხილება და რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა? - სოზარ სუბარი პაატა დავითაიას
A-
+A

პარლამენტის ვიცე- სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას პაატა დავითაიას რამდენიმე კითხვა დაუსვა.
დეპუტატმა 2008 წლის 15 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დადებული შეთანხმება გაიხსნა და განმარტა, რომ თავდაპირველად ეს შეთანხმება იყო შვიდპუნქტიანი, თუმცა სააკაშვილმა მე-7 პუნქტზე უარი განაცხადა და ამის შემდეგ შეთანხმებაში 6 პუნქტი დარჩა. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ მე-7 პუნქტის შინაარსი ცნობილია და მისი თქმით, ამ პუნქტზე უარის თქმით, მსჯავრდადებულმა ექსპრეზიდენტმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების აღიარებას შეუწყო ხელი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი კოდორის ხეობასა და ცხინვალის ტერიტორიაზე ევაკუაციის გეგმის არ არსებობითაც დაინტერესდა. დეპუტატმა პაატა დავითაიას ჰკითხა, რატომ არ მოხდა მოსახლეობის დროული და სათანადო გაფრთხილება.
სოზარ სუბარი ტელევიზიების მეშვეობით, პირდაპირ ეთერში უშიშროების სხდომის გადაცემის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, თანამდებობის პირები პირდაპირი ეთერების საშუალებით მოწინააღმდეგე მხარეს ზუსტ ინფორმაცია აწვდიდნენ საქართველოს ჯარის ადგილმდებარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
„ბატონო პაატა, თქვენს დასკვნაში ექვსპუნქტიან შეთანხმებას ეძღვნება ერთი თავი. მოსახლეობას შევახსენებ, რომ ნიკოლა სარკოზის შუამავლობის შედეგად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა 15 აგვისტოს მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა ექვს პუნქტს, თუმცა თავდაპირველად ეს ტექსტი შეიცავდა მე-7 პუნქტსაც. მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა მეშვიდე პუნქტის ხელმოწერაზე, რის შემდეგაც შეთანხმება გახდა ექვსპუნქტიანი. თუ გახსოვთ, რა იყო ეს პუნქტი და რატომ არ დაისვა კომისიაზე ეს საკითხი?
საჯაროდ იყო ცნობილი რა იყო მე- 7 პუნქტი. ამ პუნქტის შინაარსი ასეთი იყო - აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის მომავალი სტატუსის განხილვა არ უნდა მომხდარიყო ფართო საერთაშორისო კონსენსუსის გარეშე. ამ პუნქტის ამოღებამ ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთს ამ ტერიტორიების აღიარებისთვის.
ამ დღეებში მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი კომისიის სხდომაზე- ექსპერტები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც საჯაროდ არაერთხელ უთქვამთ და რატომღაც მაქვს ეჭვი, რომ აქაც იმავეს იტყვიან, რომ იმ პერიოდში, როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო ანუ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო გვირაბიდან ასევე, კოდორის ხეობაზე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა და 80-100 ადამიანი იყო მოკლული მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოხდა მათი სათანადო და დროული გაფრთხილება. მაინც ნაკლები იყო მსხვერპლი იმიტომ, რომ იყვნენ ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, ხელისუფლების ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, თავად აფრთხილებდნენ მოსახლეობას, მათ შორის, ერთ- ერთი მეც ვიყავი, ძალიან აქტიურად ვრეკავდი განსაკუთრებით კოდორის ხეობასა და ლიახვის ხეობაში და ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ საფრთხე არის ძალიან რეალური და ამის შედეგად ბევრი ადამიანი გადარჩა. თუ გიცდიათ კომისიის სხდომაზე ამ საკითხის წამოწევა და პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა. რატომ არ მოხდა ამ ადამიანების გაფრთხილება, რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა, მითუმეტეს ვიცით, რომ თითქმის ერთი თვით ადრე დაიწყო ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანა. ანუ რაღაც გეგმა არსებობდა და თუ არსებობდა, რატომ არ იცოდა ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ და თუ იცოდა, რატომ არ იღებდა შესაბამის ზომებს?
არის ინფორმაცია, რომ მოსახლეობა არ იყო გაფრთხილებული აბსოლუტურად შეგნებულად და სწორედ ამას მოჰყვა მსხვერპლი. პრაქტიკულად იმავე თემის გაგრძელებაა ჩემი კიდევ ერთი კითხვა. კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა იმ პერიოდში ტელევიზიებში, პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუ რა წარმატებას აღწევდა ქართული ჯარი - რომელ სოფელს იბრუნებდა, რა ტერიტორიას იკავებდა, სად იყო განლაგებული და რა იყო სამოქმედო გეგმა. მოსახლეობაც რაღაცნაირად იმედიანად იყო, მაშინ ყველას არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, არც კავშირები იყო ასეთი განვითარებული და თან ჩახშობა ხდებოდა ამ კავშირების. შესაბამისად, მოსახლეობა იყო მშვიდად, როცა ტელევიზორს უყურებდა. ეს იყო კიდევ ერთი პრობლემა, რამაც გამოიწვია მსხვერპლი. სატელევიზიო გადაცემები, უშიშროების საბჭოს პირდაპირი ეთერები ხომ არ ყოფილა კომისიაზე განხილული? ამ ეთერებით ვეუბნებოდით მტერს, თუ რას აკეთებდა ქართული ჯარი, სად იყო განლაგებული და რას ბომბავდა. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა პირდაპირ ეთერში. გავიხსენებ ერთ ფაქტს, ეს ფაქტი კარგად მახსოვს იმიტომ, რომ 31-ე ქარხანასთან ვცხოვრობდი, უშუალოდ ქარხნის წინ მქონდა ბინა. შემოფრინდა ერთი რუსული თვითმფრინავი, რომელმაც ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს. რამდენადაც მახსოვს,
გამოვიდა ალექსანდრე ლომაია, უშიშროების საბჭოს მდივანი და დასცინა რუსებს - სამიზნეები არ უვარგათ, 20 მეტრი მარჯვნივ თუ მარცხნივ ააცილესო. ამის შემდეგ, ნახევარ საათში შემოფრინდა მეორე თვითმფრინავი და ლომაიას მითითების შესაბამისად დაარტყა. ამის შედეგად კი ის ზოლი ააფეთქა. აი, ასეთი პირდაპირი კორექტირება მოწინააღმდეგის ცეცხლის, რუსები როგორც იტყვიან "ნავოდკების" მიცემა, განიხილეთ თუ არა კომისიის სხდომაზე და თქვენი, როგორც მაშინდელი კომისიის ხელმძღვანელის აზრით, არის თუ არა დასჯადი ღალატი პირდაპირ ეთერში. გვახსოვს შოთა უტიაშვილს რომ რუკები ჰქონდა გამოფენილი და აჩვენებდა მტერს, თუ სად იყო და რას აპირებდა ქართული ჯარი.
თქვენ პრაქტიკულად დაადასტურეთ ეს ფაქტი. ჟურნალისტი რომ შეცდომას უშვებს ერთია და როცა ამას სახელმწიფო მოხელე აკეთებს, იქნება ეს უშიშროების საბჭოს მდივანი თუ შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ეს ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ბოლო კითხვა მაქვს, თქვენს მიერ დასკვნის დაწერის დროს ერეოდა თუ არა პროცესში მაშინდელი პრეზიდენტი ან ხელისუფლება, ან დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ხომ არ ყოფილა ზეწოლა და უკმაყოფილება?“- განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0
42
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან
29/03/2025
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%