16/09/2024
17:09
სპორტი
ქართულ სპორტში ოქროს ხანა დგას, ზაფხულის დასაწყისში ჯერ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გვასახელა და ევროპის ჩემპიონატზე პირველადვე შთაბეჭდავად ითამაშა, შემდეგ კი პარიზის ოლიმპიადაზე არაერთმა ქართველმა მოიპოვა საოცნებო მედალი. სექტემბერის დასაწყისში კი მერაბ დვალიშვილის დრო მოვიდა. MMA-ის მებრძოლის საჩემპიონო თამაშს, 14 სექტემბერს მთელი საქართველო ადევნებდა თვალს.
ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
მერაბ დვალიშვილის ცხოვრების რთულ გზასა და ამერიკულ ოცნებაზე ambebi.ge-ზე არაერთი სტატია გამოქვეყნებულა. 33 წლის ვანელი ბიჭის ამერიკული ოცნება ახდა, თუმცა ის ისევ მარტოა და მისი პირადი ცხოვრების შესახებ უცხოური მედია წერს.
Essentiallysports-ზე ვკითხულობთ, რომ მერაბ დვალიშვილის ცხოვრება გამოწვევების გარეშე არ ყოფილა, განსაკუთრებით კი სასიყვარულო ურთიერთობები. MMA-ს საზოგადოებაში ჭორი გავრცელდა, რომ ერთხელ დვალიშვილი კარიერის მიტოვებას აპირებდა, რათა ქართველ ქალზე ექორწინა. თუმცა, რაღაც მოხდა, რამაც აიძულა აზრი შეეცვალა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო დრომდე გაურკვეველი რჩებოდა, ვიდრე თვითონ დვალიშვილმა არ გაასაჯაროვა დეტალები.
მერაბ დვალიშვილმა იმ დროზე ისაუბრა, როცა კინაღამ ქართველ გოგონაზე იქორწინა
დვალიშვილის სიყვარულის ისტორია მის სამშობლოში, საქართველოში დაიწყო. მიუხედავად გარეგნული ბედნიერების და მხიარული ქცევებისა, დვალიშვილი პირად საკითხებში სერიოზული აღმოჩნდა. ერთ მომენტში ის MMA-ს დატოვებასაც კი განიხილავდა, რათა ჩვეულებრივი ცხოვრება გაეგრძელებინა. ფიქრობდა ეშოვა სამსახური, ექორწინა ქართველ ქალზე და ა.შ.
"7Days Out"-თან ინტერვიუში მერაბმა თქვა:
"ვფიქრობდი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვიქნებოდი, ჩვეულებრივი სამსახური მექნებოდა, რესტორებსა და კლუბებში ვივლიდი და დავქორწინდები და ეს ყველაფერი ვცადე... ვცადე, ტრადიციულ ქართველ გოგონაზე დაქორწინება, არ გამომივიდა. ჩემი ტიპი არ იყო, სხვაგან იყო. ვცადე მეგობრებთან ერთად კლუბებში სიარული, რესტორნებში სიარული. ეს ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი".
მიუხედავად იმისა, რომ მერაბ დვალიშვილს სირთულეები შეხვდა ცხოვრების პარტნიორის პოვნის გზაზე, ამას ხელი არ შეუშლია სიყვარულის ძიებაში. უცხოური მედია წერს, რომ უშუალოდ ამ მომენტისტვის რა ხდება სპორტსმენის ცხოვრებაში, უცნობია, თუმცა მათივე ინფორმაციით, ის მუდმივად ეძებდა შესაფერის ადამიანს...
მარტოხელაა?
მიუხედავად იმისა, რომ მერაბ დვალიშვილი თავის პირად ურთიერთობებზე არ საუბრობს, მისი სოციალური ქსელების პოსტები ძირითადად ვარჯიშსა და სხვა საქმეებს შეეხება, რომლებსაც რომანტიკული ხასიათი არ აქვს.
ეს გვაფიქრებინებს, რომ ქართველი მებრძოლი ამჟამად არც ურთიერთობაშია და არც დაქორწინებული. მისი მცდელობების მიუხედავად, დვალიშვილს არაერთი ურთიერთობა ჰქონდა, რომლებიც სერიოზულ ნაბიჯამდე არ მისულა.
UFC-ის წარმომადგენელ ნინა-მარია დანიელესთან ინტერვიუში დვალიშვილმა აღნიშნა:
"ყველა გოგომ, ვისაც ვხვდებოდი ან ვწერდი, მიმატოვა...“ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ UFC-ის ჩვენი საყვარელ მებრძოლს პირად ცხოვრებაში დიდად არ უმართლებს.
0
0