-share.jpg)
„ფრენის აკრძალული ზონის გამოცხადება ერთი შეხედვით საკმაოდ კეთილსაიმედო თავდაცვითი ზომაა, მაგრამ ის, რეალურად, თავდასხმით სამხედრო მოქმედებებს ითვალისწინებს. ამის განსახორციელებლად უნდა გაანადგუროთ მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემები, გაუშვათ რაკეტები რუსების მიერ დაკომპლექტებულ სახმელეთო სარადარო სადგურებისკენ და მათი განადგურების შემდეგ, უნდა ჩამოაგდოთ (თუ აუცილებელი გახდება) აკრძალულ საჰაერო ზონაში გამოჩენილი ნებისმიერი რუსული თვითმფრინავი.
ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია.
მე ვიცი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ნატოსგან ამ ზომის მიღებას დაჟინებით ითხოვს და ბევრს არ ესმის, რატომ არ სრულდება ეს; საყურადღებოა, რომ ეს გულისხმობს უკრაინის საჰაერო სივრცეში უშუალოდ ნატოს თვითმფრინავების შეყვანას და რუს პილოტებთან შებრძოლებას, რაც საშიშია,“ - თქვა ფრენკ გარდნერმა.
0
0