
ბრიტანელი სამხედრო ანალიტიკოსის მაიკლ კლარკის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ეგვიპტემ ღაზას სექტორთან ჩრდილოეთ საზღვარი არ გახსნას და ქვეყანაში პალესტინელი ლტოლვილები არ შეუშვას.
„რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ეგვიპტესა და პალესტინის სახელმწიფოს შორის ჩაკეტილია და ისრაელებს, ალბათ, სურთ კიდეც მისი დახურვა“, - თქვა მაიკლ კლარკმა და განმარტა, რომ ისინი მზად არიან, „ჰამასის“ ბოევიკებს გაქცევაში ხელი შეუშალონ.
„თავის მხრივ, ეგვიპტელები ღაზას სექტორთან სასაზღვრო გადასასვლელს არ გახსნიან, რადგან ისინი ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემის თავიდან აცილებას ცდილობენ. მათ არ სურთ, რომ [სინაის [ნახევარკუნძულზე] კიდევ ერთი ღაზა განვითარდეს. ეგვიპტეს მიმართავენ - "დაგვთანხმდებით, რომ ღაზელები სინაის ნახევარკუნძულზე გადავიყვანოთ?" მისი პასუხი კი ასეთია: "სრულებითაც არა!" - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
0
0