
ვინც გაბედავს და წინ აღუდგება ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს წმინდა ეროვნულ და სარწმუნოებრივ ინსტიტუტებს, რა თქმა უნდა, ის ქართველ ხალხთან დამარცხდება, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა რადიკალების მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმის შემთხვევების შეფასებისას.
მისივე თქმით, რადიკალების გეგმებს ამ კუთხით განხორციელება არ უწერია.
„რადიკალების მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა, რა თქმა უნდა, არ არის არც შემთხვევითი და არც სპონტანური. ეს არის მათი პატრონების მხრიდან კარგა ხნის წინ დაგეგმილი, გრძელვადიანი კამპანიის ნაწილი. სხვა საკითხია, რომ ამ გეგმას განხორციელება არ უწერია და იგი განწირულია ჩავარდნისთვის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებმა თუნდაც, სულ ცოტა ხნის წინ ნახეს, რწმენამ როგორ გააერთიანა სრულიად საქართველო და მაინც დღეს ცდილობენ, თავს დაესხნენ ეკლესიას, მეტყველებს მათ სულიერ დაცემულობაზე. შესაბამისად, ვინც გაბედავს და წინ აღუდგება ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს წმინდა ეროვნულ და სარწმუნოებრივ ინსტიტუტებს, რა თქმა უნდა, ის ქართველ ხალხთან დამარცხდება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
0
0