
გავიგეთ, რომ მოლდოვის პრეზიდენტი ოცნებობს სხვა ქვეყნის გუბერნატორობაზე. ამან გაგვახსენა სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი იყო და შემდეგ სხვა ქვეყანაში პროვინციის გუბერნატორი გახდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილი გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.
იონათამიშვილის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ მაია სანდუ საქართველოში ძალადობას ახალისებდა.
„სამართლებრივ სახელმწიფოში პრეზიდენტი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია, მაგრამ მოლდოვის შემთხვევაში გავიგეთ, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ოცნებობს სხვა ქვეყნის გუბერნატორობაზე. ამან გაგვახსენა სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი იყო და შემდეგ სხვა ქვეყანაში პროვინციის გუბერნატორი გახდა. ამით კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს ადამიანები ემსახურებიან არა საკუთარი სახელმწიფოს სუვერენიტეტის ინტერესებს, არამედ, როგორც ჩანს, ძალიან მძიმე ბედი აქვთ და მათ, სინამდვილეში, მართლაც ბევრი რამ აქვთ საერთო. აქედან გამომდინარე, არც ის გვიკვირს, რომ ქალბატონი სანდუ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ძალადობას ახალისებდა და ძალადობის მხარეს იდგა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა. „ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, უფრო და უფრო რთული ხდება, გადარჩეს, როგორც სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა სანდუმ.
0
0
15 იანვარს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
13/01/2026