
ვხედავთ, რომ „დიფ სთეითმა“ უკრაინა განადგურებისთვის გასწირა. „დიფ სთეითი“ ნებისმიერ ქვეყანას გაწირავს, რათა საკუთარი გავლენები გაზარდოს და მშვიდობის არქიტექტურას რა დაემართება, მას საერთოდ არ ადარდებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ჩანს, რომ „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებები ბინძური პროპაგანდით არიან დაკავებული და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ, რაც დონალდ ტრამპის მაგალითზეც გამოჩნდა.
„ამ ადამიანების მიზანი მშვიდობა არ არის. მათი ამოცანაა ომის გაღრმავება. ეს ამერიკის უსაფრთხოების დოქტრინაშიც გამოიხატა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ „დიფ სთეითისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხარონ. როგორც გაბარდმა აღნიშნა, „ნატო-სა და ევროკავშირს რეალურად სურთ, შეერთებული შტატების სამხედროები პირდაპირ რუსეთთან ომში ჩაითრიონ“. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთს ამჟამად არ აქვს მთელი უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა.
0
0