28/12/2021
13:07
პოლიტიკა
როგორც იონათამიშვილმა განმარტა, მათთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ იყოს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი.
,,პირველი, რაც მინდა აღვნიშნო მოგეხსენებათ უმნიშვნელოვანესი არის თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ და ეხება სახელმწიფო ინსტიტუციებს, მათ გარანტიებს, ეფექტურ მუშაობას, სუვერენიტეტს, მნიშვნელოვანი არის, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნას საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ჩვენი მიზანია მივიღოთ ისე, როგორც ამას ევროკავშირის რეგულაციები და თავად ევროკავშირის ქვეყნები ახორციელებენ . ეს არის მნიშვნელოვანი, თუნდაც იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესს, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ცხოვრებისეული და ღირსების ამოცანას. რაც შეეხება იმ დისკუსიას, რასაც მე ეს დღეები ვისმენ და ალბათ, კიდევ გვექნება ჩვენ ამაზე საუბარი, ვერცერთი ოპონენტისგან ვერ მოვისმინეთ განსხვავებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით - მარტივ კითხვაზე მინდა პასუხი, რომელი მოდელია აპრობირებული ევროპაში და რომელი არის უკეთესი ის, რომ პერსონალური მონაცემების დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციები ერთი უწყების ქვეშ ხორციელდებოდეს თუ პირიქით. ფუნქციების ერთად ყოფნის შემთხვევაში ხომ არ გამოიწვევს ეს ინტერესთა კონფლიქტს.’’ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
0
0