
ამ დღეს ყველა დიდი სიხარულით ველოდებოდით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი 2017 წელს ლენტის გაჭრით არ დაწყებულა, ეს პროექტი დაიწყო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის სურვილით და ჰეიდარ ალიევმა უკვე იცოდა, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი იქნებოდნენ სტრატეგიული პარტნიორები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა განაცხადა.
როგორც ნავიებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნისას განაცხადა, სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის გაგრძელება იყო ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი.
„აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ხედავდა ამ პროექტის მომავალს და ბოლო 30 წელიწადში ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად მართალი იყო ჰეიდარ ალიევი. 2017 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს და ამ პროექტის საწყისი ეტაპი დაიწყეს. ამ პროექტის განხორციელებისთვის და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები. აზერბაიჯანმა ბოლომდე შეასრულა ეს ყველა მოთხოვნა. ეს არ იყო მხოლოდ სამუშაო პროცესი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტვირთზიდვის საქმეში. დღეს ბაქო-თბილისი-ყარსი არის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ტრანზიტული გზა. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა არ იქნებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირდაპირი, უშუალო მონაწილეობის გარეშე. ბოლოს მეც მინდა, როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით ჩემს მეგობარს, ქალბატონ ქვრივიშვილს. მე მჯერა, რომ ეს პროექტი უფრო დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს“, – განაცხადა ნაბიევმა.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
0
0